ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც უკვე საქართველოშია, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, პატივი სცენ მშვიდობიან არჩევნებს და დაემორჩილონ ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას.
ევროპარლამენტარმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება გამოიწვევს პროვოკაციებს.
„ჩემი გზავნილია პარტიების მიმართ, გთხოვთ, პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი საქართველოშია, რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტარები შეხვდით მიხეილ სააკაშვილს, მეც და ყველა წევრმა მკაფიოდ ვთხოვეთ, არ გამოიწვის პროვოკაციები, გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი, ვითარების დეპოლარიზაციისთვის, გააკეთოს ყველაფერი, საქართველოში მხოლოდ არჩევნების შემდეგ არსებული პოლარიზაციის დასაძლევად“, - განცახადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ვინმეზე ჯაშუშობის გამართლება არ არსებობს.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ, დემოკრატიულ ქვეყნებში ვინმეზე ჯაშუშობის გამართლება არ არსებობს“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press