ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოშია. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაბრუნება არ იქნება პოზიტიური.
„ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ისინი საპარლამენტო არჩევნების დონისაა რადგან აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რომ არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაციები. ვფიქრობ, სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს, სტაბილურობა სჭირდება“, - განაცხადა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტარმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ მოსმენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას გავლენა ექნება ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე.
„რაც შეეხება მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამას გავლენა ექნება პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ეს ნდობას ეხება და ნდობა დარღვეულია“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press