Foto

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 234 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 234 მილიონს გადააჭარბა, – ინფორმაციას შესაბამისი პლატფორმა worldmatters-ი აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი  4.78  მილიონს აჭარბებს, ამასთანავე, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 210 მილიონს აღემატება.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოსდევენ.