საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 2021 წლის 28 სექტემბერს ტრიუმფალურ თაღთან, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ კომუნიკე გამოქვეყნდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამშაბათს, 2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.
"ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების იდეის გარშემო აერთიანებს. მისი განსახიერება არის ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვარის სამსახური და თავგანწირვა თავისუფალი საფრანგეთისთვის 1942 წელს, ელ ალამეინში, ვიცე-პოლკოვნიკისა, რომელიც ცნობილია ამ სიტყვებით : « ჩვენ, უცხოელები, მხოლოდ ერთი ფორმით თუ დავუმტკიცებთ საფრანგეთს მადლიერებას ჩვენი მიღებისთვის, ეს არის მისთვის სიკვდილი.
საფრანგეთი, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ის ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრების, სახელდობრ პრესის თევისუფლების, და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად." - წერია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.
კომუნიკეს მიხედვით, საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულბებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press