საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს გამოეხმაურა.
ლომჯარიას თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება დაჩქარებუულად მიიღო.
"ჩვენ დავინტერესდით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით და როდესაც გამოვითხოვეთ გადაწყვეტილება, პირველი პასუხი იყო, რომ სასამართლოს არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი გადაწყვეტილების. მათ პირველად, დაჩქარებულად მიიღეს გადაწყვეტილება, ალბათ, მთავარი იყო, რომ განაჩენი ყოფილიყო გამოტანილი, თუმცა, გადაწყვეტილების პროცესში, სამოტივაციო ნაწილი, რითიც სასამართლო ხსნის, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული. რა თქმა უნდა საგულისხმოა და საყურადღებოა ის, თუ რატომ იღებს ასე დაჩქარებულად გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო, როდესაც სამოტივაციო ნაწილზეც კი არ ჰქონდა მას მსჯელობა". - განაცადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press