„ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მიმართა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა.
„მე მინდა ყველას მივმართო, მიუხედავად იმისა თუ რა დამოკიდებულება აქვთ ზოგადად ოპოზიციასთან ან სპეციფიკურად მიხეილ სააკაშვილთან, მანდაც დიდი სპექტრია განსხვავებების, იმიტომ რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია და მრავალფეროვნები არიან ჩვენი ამომრჩევლები. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ამ მოვლენებზე, გარდა ივანიშვილის რეჟიმის კომიკური ასპექტებისა, ხვალ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმით გადაწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. მოხსნან დღის წესრიგიდან ისეთი სამარცხვინო სადისკუსიო ამბავი, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე და რასაც დღეს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ეს არის ჩვენი მოწოდება. იქამდე რა პოზიციაც მქონდა მე, იგივე მაქვს დღესაც. იმის მიუხედავად, სად არის სააკაშვილი, რაც ჩემთვის უცნობია, ჩვენი ამოცანაა ამ უაღრესად სახიფათო რეჟიმი ჩვენი ხმის გამოყენებით მოვხსნათ. ივანიშვილის რეჟიმმა სრული კრახი განიცადა, როცა საქმე ეხება თუნდაც რაიმე სახით კანონის დაცვას ან ეფექტურ მმართველობას. ჩემთვის ეს სიახლე არ არის““ - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც მისი თქმით იგი ბათუმში იმყოფება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press