„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მისი გავრცელებული ვიდეო არ არის ჩაწერილი ბათუმში.
„სააკაშვილი საქართველოში არ არის, რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, გუშინ წინ, ნეტა ყოფილიყო საქართველოში, სრულად ქართული საზოგადოება დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დადასტურებოდა ის სიმახიჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და ვიდეო არაა ჩაწერილი საქართველოში, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკშვილმა დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press