როცა ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ბექა დავითულიანი სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია.
დავითულიანი აცხადებს, რომ სააკშვილის მიერ გადაღებული ვიდეომიმართვა შესაძლოა გაყალბებული იყოს.
„აი, ახლა, ნახევარი საათის წინ, როდესაც ოფისისკენ მოვდიოდი, კანალიზაციის ჭიდან ამოყვინთა და დაიძახა, ჩამოვედიო. სამწუხაროდ, მერე ისევ შეერია ამ უსასრულო სამყაროს, ჩავიდა და დახურა. არის 2 ვარიანტი, Deep Fake-ზე იმდენი ილაპარაკა მთავარმა არხმა რომ შეიძლება ეს კადრები იყოს გაყალბებული, მეორე, ეს თუ ეს ასე არაა, დაემატება კიდევ ერთი მუხლი საზღვრის უკანონო კვეთისთვის. დიდი ალბათობით, ეს არის რეალითი შოუ“, - განაცხადა დავითულიანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press