სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი თვლის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება.
“ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.
მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ" - უთხრა ამერიკის ხმას ჯინ შაჰინმა.
სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში ბოლოს 2021 წლის ზაფხულში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის დროს ის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმშია.
“დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". – წერს სააკაშვილი მის პირად გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press