"დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივ შეფასებას აქვეყნებენ.
როგორც ანგარიში ვკითხულობთ, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ.
"წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ. ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზარდა დაპირისპირების სიმწვავე, რაც გამოიხატა ფიზიკური შეურაცხყოფისა და დაჭრის ფაქტებში. დაფიქსირდა ოპოზიციური კანდიდატის საკუთრების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაც. განსაკუთრებით, შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი. ამ შემთხვევათა სწრაფ და სანდო გამოძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის გაზრდისა და მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის. წინასაარჩევნო გარემოს ავნო ძალადობის პროპაგანდის შემცველი ბილბორდების განთავსების შემთხვევებმა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სამსახურიდან წასვლის იძულებისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შემთხვევები იქცა. აღნიშნული ტენდენცია უმეტესად საქართველოს რეგიონებში გამოვლინდა და, ძირითადად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებისა ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. საგულისხმოა, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებები შეეხო როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისე არაპოლიტიკური თანამდებობის პირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში საჯარო სამსახური ჯერ კიდევ შორსაა პოლიტიკური ნეიტრალიტეტისაგან და, რომ თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლება, პროფესიული უნარების ნაცვლად, პარტიული ერთგულების ნიშნით ხდება. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ პირთა ნაწილი ღიად საუბრობს მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე."- წერია საერთო ანგარიშში.
საქართველოში თვითმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press