"ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა"- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიულ პროცესში.
"ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში, იმიტომ რომ ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს ის. მე ამის იმედი მაქვს და ამას მივეცი ხმა."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press