ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროისათვის 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ამომრჩეველია. კენჭისყრის პროცესი გრძელდება.
ცესკოს ცნობით, დღეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 28 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
ცესკოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press