წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ. - ასე მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.
ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე: ნაადრევი იყო თუ არა დამაჯერებელი გამარჯვების ზეიმობა გუშინ და რა მოიგო მმართველმა გუნდმა პასუხობს, რომ „თქვენი დაკარგული სახე მოვიგეთ, თქვენი წაშლილი სახე მოვიგეთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, მიხეილ სააკაშვილის სახე, თქვენი სახით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის დღეს ციხეში.
„მოდით წაგება სახეს ნუ დაგაკარგვინებთ,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის პირველ რიგში და თქვენი პოლიტიკური ძალებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში. ვგულისხმობ იმ ტელევიზიებს, რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. თქვენი ბელადი არის ციხეში და თქვენ მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები. რა თქმა უნდა, თქვენი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ამან სახე არ უნდა დაკარგოთ. სირცხვილია, სახეს ნუ დაკარგავთ წაგების გამო.“ - დასძინა კობახიძემ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press