"ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღო" - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მზადაა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დაუბრუნოს მიკროფონი, რომელიც თავად წაართვა.
"ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას. იმიტომ, რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი", - თქვა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას თეა წულუკიანმა მიკროფონი 22 ივლისს, სენაკის თეატრში წაართვა და არხის მიკროფონით დაიწყო საუბარი. მინისტრმა ჟურნალისტს უთხრა "ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ...". მანვე Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით უნდა "გვაუწყოს". მინისტრის აზრით, ამ საქციელით ჟურნალისტი განაიარაღა.
საბოლოოდ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ მთავარი არხის კუთვნილ მიკროფონს 2 ოქტომრბის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დააბრუნებდა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press