Foto

დავით ზალკალიანი -  არ არის გამორიცხული, სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ  სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე გახდებოდა , ის საქართველოს პრეზიდენი იყო.

"უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ მსჯავრდებული სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.