„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია."- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ ისე "აორთქლდა", რომ მის ამომრჩეველს მადლობაც არ გადაუხადა.
„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“,- განაცხადა კობახიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
Mana press