"თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნით მას ამცირებს, ეს ასე არ არის, პირიქით. ეს თავგანწირვა, რომელსაც სააკაშვილი აჩვნებს უკვალოდ არ ჩაივლის." - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას შეუერთდა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უკვე დაწყებულია და ახლა მთავარია, ეს საქმე ბოლომდე მიიტანონ.
"ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ. თავდადებას და თავგანწირვას აქვს დიდი ფასი. ეს არის ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს და რაც ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ უნდა გავაკეთოთ- წელსვე მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მთავარია ეს საქმე ბოლომდე მივიტანოთ. 30 ოქტომბერი იქნება არჩევნები, რომელიც უნდა ვაქციოთ გარდატეხვის თარიღად. უნდა დავირაზმოთ. გამარჯვება იქნება ისეთი, რომლის შედეგსაც მოიმკის ყველა. ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან ის განგვასხვავებს, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს მიტაცებული და ჰქონდეს შანსი განვითარების. ვაშენოთ ისეთ სახელმწიფო, სადაც განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ და ამ ციხეში პოლიტიკოსების შესვლა-გამოსვლა ტრადიციად არ იქცევა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნით მას ამცირებს, ეს ასე არ არის, პირიქით. ეს თავგანწირვა, რომელსაც სააკაშვილი აჩვნებს უკვალოდ არ ჩაივლის." - განაცხადა მელიამ აქციაზე.
ცნობისთვის, "თავისუფლება მიშას" - ამ სახელწოდებით რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა ერთია- ყოფილმა პრეზიდენტმა ციხე მალე დატოვოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press