საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს, ამჯერად უკრიანის პრეზიდენტ, ვლოდიმერ ზელენსკის მისამართით აგზავნის.
სააკაშვილის თქმით, ის პუტინის პირადი პატიმარია და ძალიან აფასებს უკრაინის პრეზიდენტის პრინციპულ პოზიციას.
"ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენი სიტყვების მოსმენა. ეს არის მაღალი კლასის პოლიტიკური ლიდერის პასუხი ჩემს უსამართლო დაჭერასა და დაკავებაზე საქართველოში, რაც ეფუძნება ყალბ ბრალდებებს, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა.
საქართველო ჩემი სიყვარულია, თუმცა მე ასევე ძალიან მიყვარს უკრაინა, როგორც ჩემი მეორე სახლი, სადაც ცხოვრების ბევრი წელი გავატარე, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და მე დიდად ვაფასებ, რომ ვარ უკრაინის მოქალაქე.
მთელი ცხოვრება ვიქნები ამაყი, რომ მქონდა შესაძლებლობა წვლილი შემეტანა თქვენი ხელმძღვანელობით გატარებულ რეფორმებსა და ცვლილებებში. ვინაიდან მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ძლიერ ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის და მთლიანი რეგიონის დასაცავად და ასევე იმპერიის პატიმრის". - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით,უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
თუმცა მალევე, ექსპრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press