Foto

ამირან გამყრელიძე- მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

"მე ახალ ველოსიპედს არ ვამბობ, ვიმეორებ იმას, რაც გააკეთა ბევრმა ქვეყანამ. მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო იყოს"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

"ეს არის ამირან გამყრელიძის პირადი მოსაზრება, რომელიც იხილება, რა თქმა უნდა. ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს სერიოზულ ინსტიტუციას ქვეყანაში და მე ახალ ველოსიპედს არ ვამბობ, ვიმეორებ იმას, რაც გააკეთა ბევრმა ქვეყანამ. მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფებისთვის ეს იყოს, მაგრამ, ჯერჯერობით, საბჭოზე ეს საკითხი - მანდატორიზმის საკითხი არ განიხილება. ამ ეტაპზე. მე საკმაოდ ვერკვევი იურისპრუდენციაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მე-5 მუხლი ნახეთ კარგად, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. როცა არის პანდემია, თქვენ შეგიძლიათ, შემოიღოთ გარკვეული მანდატორიზმი. ამიტომ, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, შეიძლება, ეს არ დაემთხვეს სხვების მოსაზრებას, მაგრამ მე ამას არ ვმალავ და ვაჟღერებ. სანამ სრულ მანდატორიზმამდე მიხვალ, უნდა სცადო ყველა სხვა მეთოდი."- ამბობს გამყრელიძე.