აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოცემულ საკითხე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა.
„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში", - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press