რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლება ყოველთვის გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. თუ გულისხმობთ შეთანხმებაში 43%-ს, 43% ვერ იქნება საფუძველი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის, ესეც ფაქტია. ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგია და ალბათ, ყველამ უნდა გავაანალიზოთ, რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დრო გვიჩვენებს ყველაფერს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, წინ მეორე ტურია და ხალხი გადაწყვეტს სურთ თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
„მეორე ტურები, პოლიტიკური პროცესია წინ და ბევრი ფაქტორია, რომელიც გამოკვეთს, უნდა თუ არა ხალხს რიგგარეშე არჩევნები“. - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press