Foto

ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გისოსებს მიღმა მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები და სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში.

აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ, პრემიერ-მინისტრის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ გააკეთა.

„ღარიბაშვილის დღევანდელი მიმართვა არის მორიგი მაგალითი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გამორჩეული სიმდაბლის. ამ მიმართვას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს - ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატვა, რომელსაც პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ. ჩენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მიზენი არა სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ისტორიის გადაწერა და ვარდების რევოლუციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამცირება. მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილის ტყვე და პუტინის პირადი ტყვე, ოლიგარქის ყველაზე მძიმე კოშმარია. სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის კარგადაა. მისივთვის საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია. მიშა ჩამოვიდა იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლოს. ახლა სააკაშვილი გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური. ის მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჯიმის დასრულების ავანგარდში“, - განაცხადა დეკანოიძემ.