Foto

ადვოკატი - სააკაშვილი მზადაა ტელეკამერების თანდასწრებით ამ დაწესებულებაში ჩააბაროს ნარკოტიკზე ტესტი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მზადაა ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ციხეში ჩააბაროს. ამის შესახებ ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლსაც მოუწოდა, რომ ნარკოტესტი კანცელარიაში ჩააბაროს. 

"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა ჭორებს. მთელი წლების მანძილზე გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, ცურვისას და თხილამურებზე, უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით არა ვენაში, ან სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკით, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება "ჩელენჯი”, რომ კანცელარიაში ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ, ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს მოვისმენთ”, - ამბობს ბექა ბასილაია.