კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველო-უკრაინას შორის განხეთქილების საგანი ვერ გახდება. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში ჟურნალისტებთან აღნიშნა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადაციაზე საუბარი არ ყოფილა.
არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ ზედმეტია და ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი.
ჩვენ ვართ ორი მოძმე ერი, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა თანამშრომლობის კუთხით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების საერთო მტერი და ბევრი სხვა მიზეზი. ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი,"- განაცხადა კახა კუჭავამ
ცნობისვის, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press