"მზადდება საქართველოს თავის მოჭრა, ანექსია და ყოფილი პრეზიდენტის განადგურება"- ამის შესახებ პარტია "კანონის და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის უშიშროება საქართველოს უშიშროებაზე ზეწოლით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორალურ ფა ფიზიკურ განაგდურებას გეგმავს.
"არ გამოვირჩევი ინფორმაციის ეთერში ტყუილუბრალოდ სროლით, უმძიმესი ინფორმაცია მაქვს. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს, ამერიკელ სენატორებს, ევროპარლამენტარებს, უფლებადამცველებს გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებული იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რა ფორმით? ფორმები მათი გამოგონილია. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში აპირებენ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია გადამოწმებულია. ამიტომ გვინდა, დიპკორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო, რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. თუ დიპლომატებმა მოისმინეს დღეს ღარიბაშვილის განცხადება, მაშინ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რა მზადდება სააკაშვილის წინააღმდეგ." - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
"საერთო სახალხო მოძრაობის" დამფუძნებლმა უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქციაც დაანონსა.
"აქ ჩემს გვერდით დგას სახალხო მოძრაობა და ორ დღეში უზარმაზარ მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ ჩაფიქრებულია სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება. გემუდარებით, მოინახულეთ სააკაშვილი! საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაცდელშია"- აღნიშნა ჩარკვიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press