დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო 3 დღის განმავლობაში შეინიშნება ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციები.
როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ეპიდვითარების გაუმჯობესების პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს.
„ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა, იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა, თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი, მაგრამ ბოლო 3 დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცები, იმიტომ რომ, ბოლო 3 დღეა წინა ორ კვირასთან შედარებით სამშაბათიც, ოთხშაბათიც, ხუთშაბათიც, გვაქვს 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში. ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია, რომ ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შესაძლოა ბევრი მიზეზი ჰქონდეს, ამიტომ, ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია, სწორედ ის, რომ დავარდა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი და გვაქვს 7-8-9 ათასის ფარგლებში ვართ, ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press