გახსნიდან 3 დღეში თბილისის 14-მა საბავშვო ბაღმა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, მუშაობა შეწყვიტა.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.
ამ დროისთვის მუშაობა შეწყვიტა თბილისის მე-100, 72-ე; 145-ე;45-ე; 75-ე; 86-ე; 186-ე; მე-15; 173-ე; 38-ე; მე-10; 74-ე; 53-3 და 135-ე საბავშვო ბაღებმა.
აღნიშნული ბაღები მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.
ცნობისთვის, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში პროცესი არადისტანციურად 4 ოქტომბერს განახლდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press