Foto

თბილისში 14 საბავშვო ბაღი კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიხურა

გახსნიდან 3 დღეში თბილისის 14-მა საბავშვო ბაღმა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, მუშაობა შეწყვიტა.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, 5 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ინფიცირებული ბაღის თანამშრომელია.

ამ დროისთვის მუშაობა შეწყვიტა თბილისის მე-100, 72-ე; 145-ე;45-ე; 75-ე;  86-ე; 186-ე; მე-15; 173-ე;  38-ე; მე-10; 74-ე; 53-3 და 135-ე საბავშვო ბაღებმა. 

აღნიშნული ბაღები მუშაობას 18 ოქტომბერს განაახლებს.

ცნობისთვის, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში პროცესი არადისტანციურად 4 ოქტომბერს განახლდა.