პარტიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც დაადასტურა.
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
"დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება." - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press