ფოთის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებამდე ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებს.
"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთში კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას.
იმედი მაქვს, 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი! გამარჯვება ახლოსაა! მას გაფორმება სჭირდება.
ჩემზე არ იდარდოთ, ახლა მიშაა მისახედი ციხეში“, - წერს უგულავა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press