ევროკავშირი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი.
პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარ ბინასთან.
მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, სათანადოდ გამოეძიებინა ეს დანაშაული.
დანაშაულისთვის გაასამართლეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც შეასრულეს დაკვეთილი მკვლელობა, მაგრამ ხელისუფლებას „არ ჩაუტარებია ადეკვატური საგამოძიებო ქმედებები იმ პირის ან პირების გამოსავლენად, რომლებმაც დაუკვეთეს მკვლელობა,“ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში.
„დღეს პატივს მივაგებთ ანა პოლიტკოვსკაის, ‘ნოვაია გაზეტას’ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ რუს დამცველს, რომელიც ხმას იმაღლებდა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ და განაგრძობდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას მიუხედავად მრავალჯერადი დაშინების მცდელობისა,“ განაცხადა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ.
სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, იზრუნოს, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც დგას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის უკან.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. პოლიტკოვსკაია კრემლის და, პირადად, ვლადიმერ პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი იყო. მან პუტინის რეჟიმის არაერთ დანაშაულს ფარდა ახადა. ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის ლიფტში მოკლეს. მკვლელმა ოთხჯერ მიბჯენით ესროლა, მათ შორის, მოახდინა საკონტროლო გასროლა თავში. პოლიტკოვსკაიას ყველა ახლობელმა, კოლეგამ და გულშემატკივარმა იცოდა, რომ პუტინს ის სძულდა. ჟურნალისტი 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს მოკლეს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press