Foto

ადვოკატი: ხელისუფლება ცდილობს მიშას ყოფითი პირობების გაუარესებას, მას არ აქვს ტელევიზორი, არც ლეიბი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს სააკაშვილის იზოლირებას და გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას. 

ბექა ბასილაიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშლობას აგრძელებს და პროტესტის მკაფიო და რთული ფორმის მიუხედავად, თავს გრძნობს ძალიან ენერგიულად.

„მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი.

მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგობიდან, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, - განაცხადა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.