საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.
დეკანოზმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. მისთვის სისუტე არ შემიმჩნევია, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს უწმინდესის დალოცვა და მოკითხვა გადასცა. ამასთანავე, როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press