აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ.
ბაიდენის განცხადებით, აუცრელი მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნიან.
„მოგიწოდებთ, დაავალდებულეთ თქვენი თანამშრომლები, გაიკეთონ აცრა. ვაქცინაციით ჩვენ ამ პანდემიას დავასრულებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გველის დაუსრულებელი ქაოსი საავადმყოფოებში, ზიანი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას მიადგება და შფოთვა სკოლებში.
აუცრელების პანდემიამ გადაავსო ჩვენი საავადმყოფოები. ისინი ასევე უქმნიან საფრთხეს ჩვენს ეკონომიკას, რადგან ხალხს არ სურთ სახლიდან გამოსვლა იმ ადგილებშიც კი, სადაც შეზღუდვები არ მოქმედებს“, - განაცხადა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press