საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საყურადღებოა.
მისივე თქმით, აცრის რიცხვი საკმაოდ დაკლებულია.
"ეპიდვითარება არის საყურადღებო, ვინაიდან ჩვენ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, ეს რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, აქედან გამომდინარე კვლავ ბუნდოვნად რჩება, როგორც ვაქცინაცია და ყველა იმ რეგულაციის მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის მხრიდან არის მოწოდებული.
აცრის რიცხვი არის დაკლებული, ჩვენ სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება და დღეს ჩვენ გვაქვს საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები და მერები, მნიშვნელოვანია მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო არსებული რესურსით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press