"მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს" - საქართველოს ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
,,სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება, მალე შეხვედრამდე“, - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press