Foto

ირაკლი ღარიბაშვილი - დღესვე გავემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი ვითარებას

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ემხაურება. 

როგორც ღარიბაშვილი Facebook გვერდზე წერს, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.

'ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს. ბათუმში უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი და პირადად მე დღესვე გავემგზავრები და ადგილზე გავეცნობი ვითარებას"- ამბობს ღარიბაშვილი. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფრომაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო სამსახურები და ევაკუაციის სამუშაოები მიმდინარეობს.