როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას.
ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.
„პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, ყველა საქართველოს მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისთვის, როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა როგორიც არის ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს და ამიტომ კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც ღია და უტიფარი დადასტურებაა, რომ პოლიტიკური დაკვეთით ხდება ზოგადად ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს.“ - განაცხადა ბოკერიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press