აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მძიმე სიტუაციაა, ნანგრევეში რჩებიან ადამიანები, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი რიცხვი უცნობია.
"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ კვლავ რჩებიან ნანგრევებში ადამიანები. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა", - ამბობს რიჟვაძე.
ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press