ზუგდიდში არჩევნები, შანტაჟის, ძალადობის, სხვადასხვა სახის მუქარისა და. ე.წ კარუსელების დატრიალების ფონზე ჩატარდა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამდენი უკანონობისა, ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდის რაიონში. ამასთანავე, ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, უკვე გამარჯვებული მაჟორიტარი, მანუჩარ ფიფია, დღეს დამარცხებულად გამოცხადდა.
"თქვენ მოგეხსენებათ, როგორ ჩატარდა არჩევნები ზუგდიდში, შანტაჟი, ძალადობა, სხვადასხვა სახის მუქარა. ე.წ კარუსელების დატრიალება, ე. წ მოკრიმინალო ელემენტების, მჭიდრო კავშირში მყოფი სუსთან და ძალოვან უწყებებთან სირბილი წინ და უკან, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩვლებისთვის ძალდატანებით პირადობის მოწმობების ჩამორთმევის უამრავი შემთხვევა, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აისახა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში და თავადაც იხილეთ ტელევიზიების მეშვეობით, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ზუგდიდმა უარი უთხრა ოლიგარქს და ოლიგარქის ფულს და პირწმინდად დაამარცხა „ქართული ოცნება“ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონში. ამ ყველაფრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ „ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული ვიდრე აქამდე ჩაუდენია მას საარჩევნო პროცესში. როდესაც ისინი დარწმუნდნენ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯამურად ოპოზიცია გაცილებით უფრო მეტ მანდატს ფლობს ზუგდიდის საკრებულოში და პირველივე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს უმრავლესობას ზუგდიდის საკრებულოში და „ქართული ოცნება“, როგორც ასეთი აღარ არსებობს საკრებულოში უმრავლესობის სახით ადგენენ და პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი მანუჩარ ფიფია , გუშინ ღამე ქურდულად საარჩევნო ზონდერებმა ხელოვნურად პროცესი დაძრეს ხმის გადათვლა, გადაითვალეს და პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი გამოაცხადეს დამარცხებულად."- განაცხადა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press