შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.- ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.
მისი თქმით, ერთი ვერსიით კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.
"მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვადგენთ თუ რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში.
კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ზუსტად ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან. ვესაუბრებით ტელეფონით, ასეულობით მაშველია ჩართული, საშუალება არ არის იმის რომ ბევრი ადმიანი ავიდეს 100მა და 200მა ადამიანმა იმუშაოს, თუმცა ერთმანეთს ვცვლით.
მობილიზებულია შსს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მერია და მუნიციპალური სამსახურები.
ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მუშაობა. სწრაფად მუშაობა არ გამოდის, იმიტომ რომ დაზარალება არ მოხდეს ქვეშ მოყოლილი ადამინების. წინასწარი მონაცემებით, განიხილებოდა გაზის ვერსიაც, თუმცა მეორე ვერსიით მესაკუთრე სამშენებლო სამუშაოებს აკეთებდა, შესაძლებელი იყოს საყრდენი კედლის მონგრევის შედეგად გამოწვეული. გამოძიება მიმდინარეობს, თუ რა თქმა უნდა, დადასტურდა, ეს ადამიანები პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა". - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press