ახლა მთავარია იმ მოქალაქეებზე ფიქრი, რომელიც ნანგრევებში იმყოფება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ტრაგედია პოლიტიკური პარტიებისთვის დღის წესრიგის თემად არ უნდა იქცეს.
"ამ მომენტისთვის საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანა წარმოადგენს, მაშველებმა უკვე შეძლეს ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა სწორედ ამ ამოცანაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
ამ კონტექსტში ყველას მოვუწოდებ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, გამოიჩინონ უფრო მეტი თანადგომა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენს მაშველებს. სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ ველით, რომ დგინდება შემთხვევის მიზეზები." - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press