Foto

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმზე - წინასწარ არმინდა მიზეზებზე ვისაუბრო, გამოძიება მუშაობს ამაზე

"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ვილოცოთ რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები"- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შეაფასა. 

"ძალიან სამწუხარო ამაბვი მოხდა, ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. დაახლოებით 15 ადმაიანამდეა მოყოლილი და ვაკეთებ ყველაფერს რო დროულად მოხდეს რეაგირება. 300 მაშველი მუშაობს ადგილზე და ყველა საშუალება აქვთ მათ. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არმინდა მიზეზებზე ვისაუბრო, არსებობს ბევრი ვერსია, გამოძიება მუშაობს ამაზე და გამოძეიბა დაადგენს ამას."-ამბობს ღარიბაშვილი.

 ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

ადგილზე იმყოფება შს მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით განიხილებოდა გაზის ვერსია, თუმცა ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი სართულის მესაკუთრე სამშენებლო სამუშაოებს აკეთებდა და შესაძლებელია საქმე ეხებოდეს საყრდენი კედლის მონგრევას.