ბათუმში, 37 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებში 11 საათი გაატარა,ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი, მედეა ქაჯაია ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია, დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დარჩება დღეს მაინც რეანიმაციულ განყოფილებაში, იმიტომ რომ ის დარღვევები, რაც ქონდა შემოსვლის დროს, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის.
მდგომარეობა გუამჯობესდა, მაგრამ პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყოველ საათში ხდება მონიტორინგი იმ სასიცოცხლო ფუნქციების, რომელიც იყო დარღვეული შემოსვლის დროს. " - ამბობს მედეა ქაჯაია.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press