Foto

კარლ ჰარცელი ბათუმზე - მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი Twitter-ზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.

"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს". - წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.