Foto

როგორია ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი მკურუალობას კლინიკაში აგრძელებს.

„მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც მძიმედ ფასდება მისი ძირითადი ტრავმებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლითაც შემოვიდა პაციენტი 3 დღის წინ. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, პასუხობს სწორად შეკითხვებს, ასრულებს დავალებებს, ხოლო რაც შეეხება კვლევებს, იქაც მიღწეულია სტაბილიზაცია“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.