"ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია არჩევნების გამარჯვების გამოგლეჯვა"- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
მესამე პრეზიდენტის წერილი ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა.
"მინდა მოგმარტოთ ყველას თხოვნით. ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის უმთავრესია არჩევნების გამარჯვების გამოგლეჯვა. მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე. ჩემს წინასწარ ცოცხლად გლოვას ახლა აშკარად სჯობს ხელები ავიკოპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება"- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press