"მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად."- მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.
„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეები, როგორ ჩანს, არაფერი უჭამია. მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ეს ვნახე და ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად. ექიმის შეფასება სხვა არის და მათ კარგად იციან, მაგრამ, ჩემი აზრით, ძველებურად ვერ არის. “.- ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი დედამ და შვილებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.
შეგახსნებთ, 1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
განცხადებიდან მალევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press