მამა ზაზა თევზაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს უკვე მოაწერა.
მამა ზაზა თევზაძე "მთავარ არხთან" საუბარში აცხადებს რომ, მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა სირცხვილია.
"სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. თვითონ მისი პოლიტიკური აქციები კი არ შემცირდა, გაიზარდა. ეს ვითომ და სამართლებრივი დევნა, პოლიტიკურად მოტივირებულია, ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რაღაც კოსტუმების საქმე. ეს მთლიანად რუსულ ინტერესებში ზის. რუსულ სივრცეს, რუსულ პოლიტიკურ ძალას არ სჭირდება საქართველოში სახელმწიფო რეფორმები და ძლიერი სახელმწიფო, თუ ვინმე ამას გადადგამს, შურისძიების გზებია დაგეგმილი, ერთ-ერთი ქეისი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს დეკანოზი.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press