საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა სახელმწიფო.
„მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთი რამ არის ცხადი, დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება სამართლებრივი დევნა, პოლიტიკური მოტივით. ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც 2012 წელს არჩევნები რომ წააგო მთავრობა გადააბარა მშვიდობიანად „ქართულ ოცნებას" და შესაბამისად გზა გახსნა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას გზა გაეგრძელებინა დასავლეთისკენ . დღეს „ქართული ოცნება" პოლიტიკური დევნით მათ შორის სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირში და ნატოში. სააკაშვილის პატიმრობა არ არის , რა თქმა უნდა, მისი კერძო საკითხი და არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას", მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო.“-განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press